თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმარი" | RSS

ადვოკატურა, იურიდიული მომსახურება

კს დავით დვალაძე და პარტნიორები

პარასკევი, 29.03.2024, 18:42
მთავარი » ფაილები » პრივატიზაცია

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანება N 1–1/1415 2007 წლის 20 სექტემბერი ქ. თბილისი
13.11.2009, 15:26
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანება N 1–1/1415 2007 წლის 20 სექტემბერი ქ. თბილისი სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე დ ე ბ უ ლ ე ბ ა სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ მუხლი 1 ზოგადი დებულებები 1. ეს დებულება შემუშავებულია “სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესს. 2. “სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი. 3. სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზანია საკუთრების უფლება გადაეცეს იმ მყიდველს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობას (პირობებს) ხოლო, თუ პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება კონკურენტული შერჩევის საფუძველზე - საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ დაინტერესებულ პირს (პოტენციურ ინვესტორს), რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას დადგენილ პირობას (პირობებს). 4. პირდაპირი მიყიდვის ფორმით სახელმწიფო ქონების მყიდველი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი ან ამ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია. 5. სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით საქართველოს მთავრობის წარდგინების საფუძველზე ხოლო საკითხს ამაზადებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო (შემდგომში სამინისტრო). 7. კონკურენტული შერჩევის საფუძველზე სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება, თუ: ა) არსებობს ინვესტიციების განხორციელების პირობათა სიმრავლე; ბ) დაინტერესებულ პირთა მიერ შემოთავაზებული პირობები ალტერნატიულია; 8. კონკურენტული შერჩევის საფუძველზე ქონების პირდაპირი მიყიდვისათვის ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურები იწყება დაინტერესებული პირის მიერ ინტერესის გამოხატვით. 9. დაინტერესებულ პირთა წინადადებებს იხილავს საქართველოს მთავრობა და იღებს გადაწყვეტილებას კონკურენტული შერჩევის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე. 10. კონკურენტული შერჩევის მიზნით საქართველოს მთავრობა ქონების და შესაბამისი პირობების შესახებ გადაწყვეტილებას აქვეყნებს საერთო სახელმწიფოებრივი ან/და საერთაშორისო მნიშვნელობის საინფორმაციო საშუალებებში და განსაზღვრავს ინტერესთა გამოხატვის ვადას, რომელიც, როგორც წესი, არ შეიძლება იყოს 1 თვეზე ნაკლები. თუ დაყოვნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ამ ვადის გონივრული შემცირება საჯაროობის სხვაგვარი უზრუნველყოფისა და პოტენციური ინვესტორების ინფორმირების პირობით. 11. საქართველოს მთავრობა ინტერესთა გამოხატვის ვადის დასრულების შემდეგ იხილავს შემოსულ განაცხადებს და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს დასაბუთებულ წინადადებებს კონკურენტული შერჩევის საფუძველზე ქონების პირდაპირი მიყიდვის შესახებ. გადაწყვეტილებას ქონების პირდაპირი მიყიდვის თაობაზე იღებს საქართველოს პრეზიდენტი. 12. კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შემთხვევაში, ინტერესთა გამოხატვის ვადის დასრულებემდე, ქონების პრივატიზების პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად დაინტერესებული პირი ვალდებულია წარმოადგინოს საბანკო გარანტია ან შესაბამის დეპოზიტზე განათავსოს საპრივატიზებო ქონების ღირებულების 5 %-ი. თუ შემოთავაზებული ინვესტიციის მოცულობა აღემატება საპრივატიზებო ქონების ღირებულებას, აღნიშნული საბანკო გარანტია ან დეპოზიტზე განსათავსებელი თანხა უნდა შეესაბამებოდეს შემოთავაზებული ინვესტიციის მოცულობის 5 %-ს. პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში აღნიშნული თანხა ირიცხება: სახელმწიფო ბიუჯეტში; 13. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე ქონების პირდაპირი მიყიდვის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების გარეშე .
მუხლი 2 პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ორგანიზება პირდაპირი მიყიდვის მათ შორის კონკურენტული შერჩევის წესით პირდაპირი მიყიდვის ფორმით სახელმწიფო ქონების შესყიდვის მსურველი განცხადებით მიმართავს სამინისტროს და წარუდგენს: ა) განცხადებას; ბ) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლს (იურიდიული პირის შემთხვევაში); გ) სხვა დოკუმენტაციას, რომელიც შეიძლება მოთხოვნილ იქნეს სამინისტროს მიერ (მათ შორის, ცალკეულ შემთხვევაში, საფინანსო უზრუნველყოფის დოკუმენტები). დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტები წარმოდგენილ უნდა იქნას სამინისტროს მიერ მოთხოვნილ ვადაში. მუხლი 3 გარიგებათა გაფორმების წესი 1. ამოღებულია (15.09.2008 N 1-1/1893) 2. სამინისტრო მყიდველთან ნასყიდობის ხელშეკრულებას (შემდგომში ხელშეკრულება) დებს პირდაპირი მიყიდვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან არა უმეტეს 3 თვის ვადაში. 3. სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას მყიდველი ნასყიდობის თანხას იხდის ხელშეკრულების გაფორმებიდან საქართველო პრეზიდენტის მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს. 4. ხელშეკრულებაში შეიტანება შემდეგი მონაცემები: ა) ცნობები გამყიდველისა და მყიდველის შესახებ; ბ) გამყიდველისა და მყიდველის მისამართები; გ) შეძენილი ქონების დასახელება; დ) შეძენილი ქონების შემადგენლობა; ე) ნასყიდობის ფასი და გადახდის ვადები; ვ) შეძენის პირობები (ვალდებულებები), თუ ისინი დადგენილია სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის თაობაზე პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით; ზ) მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ; თ) კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შემთხვევაში, ასევე, ინვესტიციის მოცულობა და მისი განხორცილების გრაფიკი; ი) სხვა მონაცემები დასადები ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით; კ) ამ დებულების მე-4 მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.
5. სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. ხოლო იმ შემთხვევაში თუ მყიდველმა უნდა შეასრულოს
ნაკისრი ვალდებულებები მყიდველს საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულების შერულების პირობით. მუხლი 4 მყიდველის პასუხისმგებლობა 1. თუ მყიდველი სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის (კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის) თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების ნასყიდობის ფასს, მას არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე. 2. მყიდველი ვალდებულია პირდაპირი მიყიდვით (კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვით) შეძენილი სახელმწიფო ქონების პრივატიზების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათ შესრულებაზე, 6 თვეში ერთხელ და მოთხოვნისთანავე, წარუდგინოს ინფორმაცია გამყიდველს. ხელშეკრულებით მხარეთა მიერ შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადა. 3. შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე მყიდველს უფლება არ აქვს, გამყიდველთან შეთანხმების გარეშე განკარგოს, გასცეს სარგებლობაში ან სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება. ამასთან, მყიდველი პასუხისმგებელია გადაცემული ქონების მოვლა-პატრონობაზე და დაცვაზე. 4. გამყიდველის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მყიდველის მიერ პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო სამინისტროსა და მყიდველს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით. ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს სამინისტროს. 5. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება სამინისტროს მიერ მათი დადასტურების მომენტიდან. 6. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ხელშეკრულებით, სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ: ა) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
გ) მყიდველის მიერ პირდაპირი მიყიდვის (კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის საფუძველზე) და სახელშეკრულებო პირობების
შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულებით 8. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა სამინისრტოს მიერ განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად. მუხლი 5 გარიგებათა ბათილად ცნობა სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის საფუძველზე) ფორმით პრივატიზებასთან დაკავშირებულ სადაო და ბათილად ცნობის საკითხებს განიხილავს სასამართლო.
კატეგორია: პრივატიზაცია | დაამატა: Mischell
ნანახია: 2251 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]