თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმარი" | RSS

ადვოკატურა, იურიდიული მომსახურება

კს დავით დვალაძე და პარტნიორები

პარასკევი, 26.04.2024, 13:45
მთავარი » ფაილები » პრივატიზაცია

საქართველოს კანონი სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ
13.11.2009, 15:33
(გამოქვეყნებულია
საქართველოს პარლამენტის უწყებანი
1997 წელი – N 29-30)
საქართველოს კანონი
სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ
(11.07.2007 N5295)
ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის სამართლებრივ, ეკონომიკურ, ორგანიზაციულ საფუძვლებსა და ძირითად პირობებს. ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს ისეთი ურთიერთობების ჩამოყალიბება, რომლებიც ხელს შეუწყობს ეფექტიანი საბაზრო ეკონომიკის განვითარებას. (11.07.2007 N5295)
თ ა ვ ი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1
კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სახელმწიფო ქონება – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, გარდა იმ მოძრავი ნივთისა, რომლის განკარგვის შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო; (11.07.2007 N5295)
ა1) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონება – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა) და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე; (11.07.2007 N5295)
ბ) პრივატიზება – ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა ამ კანონით დადგენილი წესით; (11.07.2007 N5295)
გ) სარგებლობის უფლებით გადაცემა – სახელმწიფო ქონების ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების გადაცემა სარგებლობის უფლებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. (11.07.2007 N5295)
მუხლი 2. საქართველოს კანონმდებლობა სახელმწიფო ქონების და
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების
პრივატიზების შესახებ (11.07.2007 N5295)
1. საქართველოში სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზება ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.
2. მიწა, რომელიც საკუთრების უფლებით გადაცემას ექვემდებარება „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საკუთრებაში გადაიცემა „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზება ხორციელდება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
4. სახელმწიფო საბინაო ფონდის (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული ან/და გადასული უმკვიდრო საცხოვრებელი სახლებისა და ბინებისა) პრივატიზება ხორციელდება „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის N73 ბრძანებულების შესაბამისად.
41. ფიზიკური პირების მიერ დაკავებული სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობების (ინდივიდუალური შენობა-ნაგებობები მათზე მიმაგრებული მიწით ან/და მრავალბინიანი შენობა-ნაგებობების ბინები) საკუთრებაში გადაცემა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი წესით და დადგენილ შემთხვევებში. (18.12.2007 N5644)
42. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება: (7.10.2008 N 321)
ა) „მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი ფონდების ანდა ამ ფონდების მართვაზე უფლებამოსილი პირების მიერ ფონდების აქტივების საშუალებით შეძენილი ფინანსური აქტივების შემდგომ მართვაზე, ნებისმიერი სახით განკარგვაზე, მათ შორის, პრივატიზებაზე ანდა სარგებლობის უფლებით გადაცემაზე;
ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის
მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.
5. სახელმწიფო ქონების ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების მყიდველი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი ან ამ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.
მუხლი 3 სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი
ერთეულის ქონების პრივატიზების განხორციელების, ადგილობრივი
მართვის და სარგებლობის უფლებით გადაცემის ორგანო (11.07.2007
N5295)
1. სახელმწიფო ქონების მართვას, განკარგვას, მათ შორის, პრივატიზებას (გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის მართვის უფლებით გადაცემული, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილისა), და სარგებლობის უფლებით გადაცემას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვას, განკარგვას, მათ შორის, პრივატიზებას, და სარგებლობის უფლებით გადაცემას – შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო. (11.07.2007 N5295)
11. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აფუძნებს სააქციო და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებს ან/და არაკომერციულ იურიდიულ პირებს სახელმწიფო ქონების ბაზაზე, ხოლო შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო – ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების ბაზაზე. (11.07.2007 N5295)
12. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საწარმოთა მართვის სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს მის მართვაში არსებული საწარმოების საწესდებო კაპიტალში სახელმწიფო ქონების შეტანის თაობაზე. (11.07.2007 N5295)
13. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებებს მის მართვაში არსებული საწარმოების საწესდებო კაპიტალში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შეტანის თაობაზე. (11.07.2007 N5295)
2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში სახელმწიფო ქონების მართვას, განკარგვას, მათ შორის, პრივატიზებას, ამ კანონით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში შეიძლება ახორციელებდნენ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საკუთრებაში არსებულ ქონებას განკარგავენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით. (11.07.2007 N5295)
21. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებენ სახელმწიფო ქონების პრივატიზებას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელით. (11.07.2007 N5295)
3. საქართველოში პრივატიზების ერთიანი პოლიტიკის გატარების უზრუნველსაყოფად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო არის სახელმწიფოსგან უფლებამოსილი სახელმწიფო ქონების მესაკუთრე, რომელიც ფლობს, განკარგავს და მართავს სახელმწიფო ქონებას. (11.07.2007 N5295)
4. სახელმწიფო ქონების მართვისას, პრივატიზებისას, სარგებლობის უფლებით გადაცემისას ან სხვაგვარად განკარგვისას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და მის ტერიტორიულ ორგანოებს შეუძლიათ იმოქმედონ თავიანთი წარმომადგენლების (რწმუნებული პირების) ან შუამავლების მეშვეობით. (11.07.2007 N5295)
41. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვისას, პრივატიზებისას, სარგებლობის უფლებით გადაცემისას ან სხვაგვარად განკარგვისას ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს შეუძლია იმოქმედოს თავისი წარმომადგენლების (რწმუნებული პირების) ან შუამავლების მეშვეობით. (11.07.2007 N5295)
5. ამოღებულია (18.12.2007 N5644)
6. სახელმწიფო ქონების პრივატიზებას, სარგებლობის უფლებით გადაცემას ან სხვაგვარად განკარგვას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებას, სარგებლობის უფლებით გადაცემას ან სხვაგვარად განკარგვას – შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო. (11.07.2007 N5295)
7. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების პარტნიორის (აქციონერის) უფლებამოსილებები, გარდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზებასთან ან/და განკარგვასთან დაკავშირებული უფლებამოსილებებისა, გადაეცემა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საწარმოთა მართვის სააგენტოს, რომლის მაკონტროლებელ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საწარმოთა მართვის სააგენტოს თავმჯდომარეს და ამტკიცებს სააგენტოს დებულებასა და სტრუქტურას. საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებისათვის აქციებისა და წილის მართვის უფლებით გადაცემის წესს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი. (30.06.2005 N1849 გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს)
71. საწარმოთა მართვის სააგენტოს საქმიანობის დაფინანსება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. (29.12.2004 N 881)
მუხლი 4. სახელმწიფო ქონება, რომელიც პრივატიზებას არ
ექვემდებარება (11.07.2007 N5295)
1. პრივატიზებას არ ექვემდებარება შემდეგი სახელმწიფო ქონება:
ა) წიაღისეული;
ბ) წყლის რესურსები;
გ) ტერიტორიული წყლები;
დ) კონტინენტური შელფი;
ე) ტყის ფონდი;
ვ) საჰაერო სივრცე;
ზ) სახელმწიფო ნაკრძალი;
თ) ეროვნული პარკი;
ი) ბუნების ძეგლი;
კ) აღკვეთილი;
ლ) დადგენილი წესით დამტკიცებული ისტორიულ-კულტურული და მხატვრული ფასეულობის ობიექტები, კულტურული და სახელოვნებო დანიშნულების შენობა-ნაგებობები შესაბამისი პირობებისა და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე;
მ) რელიგიური და საკულტო ნაგებობები (მოქმედი და უმოქმედო), მათი ნანგრევები, აგრეთვე მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ისინია განთავსებული;
ნ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის სახელმწიფო არქივები;
ო) განსაკუთრებული მნიშვნელობის კინო-, ფოტო- და ფონოდოკუმენტების სახელმწიფო ფონდი;
პ) საქართველოს სამინისტროების (უწყებების), სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების განსაკუთრებული მნიშვნელობის არქივები და ფონდები;
ჟ) განსაკუთრებული მნიშვნელობის სამუზეუმო კოლექციები, ფონდები;
რ) განსაკუთრებული მნიშვნელობის სახლ-მუზეუმები;
ს) ელექტროენერგეტიკული სექტორის დისპეტჩერიზაციის განმახორციელებელი ქონება;
ტ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ქონება, რომელშიც ფუნქციონირებს საჯარო სკოლები, უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებები;
უ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ნავსადგურების ნავმისადგომები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები, შუქურები, შუქნიშნები და აკვატორია; ფ) გაზის მაგისტრალური მილსადენი;
ქ) საავტომობილო გზები (ალტერნატიული მნიშვნელობის გზის არარსებობისას);
ღ) საჰაერო მოძრაობის, მართვისა და კონტროლის საშუალებები;
ყ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ასაფრენ-დასაფრენი ზოლები;
შ) სიხშირეთა სპექტრი;
ჩ) საქართველოს პოზიცია გეოსტაციონარულ ორბიტაზე;
ც) სახელმწიფო პანთეონები;
ძ) საქართველოს პროკურატურის, საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განთავსებისთვის გადაცემული ქონება.
2. განსაკუთრებული მნიშვნელობის ქონების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
მუხლი 5. სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი
ერთეულის ქონების პრივატიზების პროცესის
უზრუნველყოფა (11.07.2007 N5295)
პრივატიზების შესახებ განაცხადის წარდგენის შემდეგ მყიდველის მიერ საკუთრების უფლების შეძენამდე, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე შესაბამის იურიდიულ პირებს ეკრძალებათ:
ა) საწარმოს რეორგანიზება ან ლიკვიდაცია;
ბ) საწარმოს ძირითადი ფონდების გაყიდვა;
გ) საწარმოს ძირითადი ფონდების გაცვლა;
დ) საწარმოს ძირითადი ფონდების ქირით ან იჯარით ან სარგებლობის სხვა ფორმით გადაცემა;
ე) საწარმოს ძირითადი ფონდების დატვირთვა, მათ შორის, დაგირავება;
ვ) საწარმოს ძირითადი ფონდების გამოყენებაზე ადრე დადებული რაიმე ხელშეკრულების მოქმედების შეცვლა ან შეწყვეტა.
თავი II
პრივატიზების წესი და ფორმები
მუხლი 6 სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი
ერთეულის ქონების პრივატიზების ფორმები (11.07.2007 N5295)
1. სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზება ხორციელდება აუქციონის და პირდაპირი მიყიდვის ფორმებით. (11.07.2007 N5295)
2. ამოღებულია(11.07.2007 N5295)
3. აუქციონის ფორმით ქონების გაყიდვის მიზანია საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მყიდველს, რომელიც ვაჭრობის პროცესში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადდება პირობებით – საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მყიდველს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები, და ვაჭრობის პროცესში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. (24.05.2006 N3085)
4. ამოღებულია(11.07.2007 N5295)
5. სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზანია, საკუთრების უფლება გადაეცეს იმ მყიდველს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის
ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობას (პირობებს), ხოლო თუ პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება კონკურენტული შერჩევის საფუძველზე – საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ დაინტერესებულ პირს (პოტენციურ ინვესტორს), რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას დადგენილ პირობას (პირობებს). სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი. (11.07.2007 N5295)
6. სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას – შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო. სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის საკითხს, როგორც წესი, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში – საქართველოს მთავრობის წარდგინებით წყვეტს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო საკითხს ამზადებს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო. (15.07.2008 N204)
61. იჯარით გადაცემულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. (11.07.2007 N5295)
7. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ქონების პრივატიზების ცალკეული ფორმების და საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებისათვის აქციებისა და წილის მართვის უფლებით გადაცემის დებულებებს, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების ცალკეული ფორმების, სარგებლობის უფლებით გადაცემის და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული აქციების, წილის მართვის უფლებით გადაცემის წესს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი. (11.07.2007 N5295)
მუხლი 61. სახელმწიფო ქონების ან/და ადგილობრივი
თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი
მიყიდვა კონკურენტული შერჩევის საფუძველზე (11.07.2007 N5295)
1. სახელმწიფო ქონების ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ამ მუხლით განსაზღვრული ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის წესი ვრცელდება:
ა) სახელმწიფო ქონებაზე;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებაზე.
3. სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, განსაკუთრებულ შემთხვევებში – საქართველოს მთავრობის წარდგინების საფუძველზე. საკითხს ამზადებს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებაზე. (15.07.2008 N204)
4. სახელმწიფო ქონების ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება, თუ:
ა) არსებობს ინვესტიციების განხორციელების პირობათა სიმრავლე;
ბ) დაინტერესებულ პირთა მიერ შემოთავაზებული პირობები ალტერნატიულია.
5. ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისათვის ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურები იწყება დაინტერესებული პირის მიერ ინტერესის გამოხატვით.
6. დაინტერესებულ პირთა წინადადებებს იხილავს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, განსაკუთრებულ შემთხვევებში – საქართველოს მთავრობა და იღებს გადაწყვეტილებას კონკურენტული შერჩევის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე. (15.07.2008 N204)
7. კონკურენტული შერჩევის მიზნით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, განსაკუთრებულ შემთხვევებში – საქართველოს მთავრობა ქონების და შესაბამისი პირობების შესახებ გადაწყვეტილებას აქვეყნებს საერთო-სახელმწიფოებრივი ან/და საერთაშორისო მნიშვნელობის საინფორმაციო საშუალებებში და განსაზღვრავს ინტერესთა გამოხატვის ვადას, რომელიც, როგორც წესი, არ შეიძლება იყოს 1 თვეზე ნაკლები. თუ დაყოვნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ამ ვადის გონივრული შემცირება საჯაროობის სხვაგვარი უზრუნველყოფისა და პოტენციური ინვესტორების ინფორმირების პირობით. (15.07.2008 N204)
8. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, განსაკუთრებულ შემთხვევებში – საქართველოს მთავრობა ინტერესთა გამოხატვის ვადის დასრულების შემდეგ იხილავს შემოსულ განაცხადებს და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს დასაბუთებულ წინადადებებს ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შესახებ. გადაწყვეტილებას ქონების პირდაპირი მიყიდვის თაობაზე იღებს საქართველოს პრეზიდენტი. (15.07.2008 N204)
9. კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შემთხვევაში ინტერესთა გამოხატვის ვადის დასრულებამდე ქონების პრივატიზების პირობების
შესრულების უზრუნველსაყოფად დაინტერესებული პირი ვალდებულია, წარადგინოს საბანკო გარანტია ან შესაბამის დეპოზიტზე განათავსოს საპრივატიზებო ქონების ღირებულების 5%. თუ შემოთავაზებული ინვესტიციის მოცულობა აღემატება საპრივატიზებო ქონების ღირებულებას, აღნიშნული საბანკო გარანტია ან დეპოზიტზე განსათავსებელი თანხა უნდა შეესაბამებოდეს შემოთავაზებული ინვესტიციის მოცულობის 5%-ს. პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში აღნიშნული თანხა ირიცხება:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტში – სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში – ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისას.
10. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების გარეშე.
მუხლი 7 სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი
ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასის განსაზღვრის და
ანგარიშსწორების წესი (11.07.2007 N5295)
1. სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასის განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. საწყისი ფასის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ამ კანონის 71 მუხლი. (11.07.2007 N5295)
2. ამოღებულია (11.07.2007 N5295)
3. შეძენილ ქონებაზე ანგარიშსწორება შეიძლება განხორციელდეს ერთიანად ან განვადებით.
4. ამოღებულია (11.07.2007 N5295)
5. სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას მყიდველმა საბოლოო თანხა უნდა გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადებულია პირობებით, გამყიდველი ადგენს ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს, გარდა მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული მოძრავი ქონების პრივატიზებისა, რომლის დროსაც გამყიდველის მიერ დადგენილი ვადა არ უნდა აღემატებოდეს 7 წელს. (12.10.2007 N 5389)
6. ამოღებულია (11.07.2007 N5295)
7. სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას მყიდველი თანხას იხდის ხელშეკრულების გაფორმებიდან საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს. (11.07.2007 N5295)
8. თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზება, მისი საწყისი ფასი შეიძლება შემცირდეს 50%-მდე, ხოლო თუ ქონება ამ ფასად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, ეს ფასი შეიძლება კიდევ შემცირდეს. (11.07.2007 N5295)
81. თუ არ მოხდება 5-ჯერ აუქციონის ფორმით გამოტანილი ან ქონების პრივატიზების პროცესის 1 წლით გაგრძელების შემდეგ სახელმწიფო ქონების ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზება, აღნიშნული ქონება შეიძლება გატანილ იქნეს აუქციონზე, სადაც შესაძლებელი იქნება, შეთავაზებულ იქნეს გამოცხადებულზე დაბალი ფასი. გამარჯვებულად გამოცხადდება ის პირი, რომელიც ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს გამყიდველს. (11.07.2007 N5295)
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ქონების ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების დათქმული თარიღიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო არ მიიღებს გადაწყვეტილებას ქონების პრივატიზების პროცესის შეწყვეტის თაობაზე, ქონების პრივატიზების პროცესი ითვლება 1 წლით გაგრძელებულად გამოცხადებული ფასითა და პირობებით და ამ მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებით დადგენილი წესით, რის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება ამ კანონის შესაბამისად. (11.07.2007 N5295)
91. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიიღოს გადაწყვეტილება სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესის 1 წლით გაგრძელების შეწყვეტის თაობაზე, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელ ორგანოს – ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების პროცესის შეწყვეტის თაობაზე. გადაწყვეტილება ქონების პრივატიზების პროცესის შეწყვეტის შესახებ ქვეყნდება ამ კანონით დადგენილი წესით. (11.07.2007 N5295)
10. თუ გამოცხადებული პირობებით, ამ მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილ ვადაში, დადგენილი წესით წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ერთი დაინტერესებული პირის განაცხადი საპრივატიზებო ქონების შეძენის შესახებ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებით, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებასთან დაკავშირებით, აქვეყნებს წარმოდგენილი განაცხადის თაობაზე ინფორმაციას (ინფორმაცია არ მოიცავს განმცხადებლის შესახებ მონაცემებს და მის მიერ შემოთავაზებულ პირობებს) და გამოქვეყნებიდან 30-ე კალენდარულ დღეს დადგენილი წესით ატარებს აუქციონს. (11.07.2007 N5295)
11. თუ ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში წარმოდგენილ იქნა სხვა პირის (პირების) განაცხადი, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისას, ატარებს აუქციონს დადგენილი წესით. (11.07.2007 N5295)
მუხლი 71. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი
ერთეულის მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის
წესი (11.07.2007 N5295)
საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის შესაბამისად სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიწის ნორმატიულ ფასს საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით ადგენს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო.
მუხლი 8 ამოღებულია (11.07.2007 N5295)
მუხლი 9. ინფორმაცია საპრივატიზებო ქონების შესახებ (11.07.2007 N5295)
1. აუქციონის ფორმით საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ოფიციალურ გამოცემაში, პრესის ისეთ სახეობაში, რომელიც ვრცელდება საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილში, ან ადგილობრივ პრესაში (თუ პრივატიზებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო) და განთავსდება სამინისტროს ინტერნეტ-გვერდზე. თუ პრივატიზებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ინფორმაცია ასევე გადაიცემა საზოგადოებრივი ტელევიზიით. ამასთანავე, შეიძლება სხვა საინფორმაციო საშუალებების გამოყენება. აუქციონის ფორმით საპრივატიზებო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ბეჭდვით ორგანოში, ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვა საინფორმაციო საშუალებები. ამასთანავე, შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართ
კატეგორია: პრივატიზაცია | დაამატა: Archil
ნანახია: 3532 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 3.3/6
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]