თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმარი" | RSS

ადვოკატურა, იურიდიული მომსახურება

კს დავით დვალაძე და პარტნიორები

პარასკევი, 26.04.2024, 09:54
მთავარი » ფაილები » პრივატიზაცია

საქართველოს კანონი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ
13.11.2009, 15:31
საქართველოს კანონი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. კანონის მიზანი
ამ კანონის მიზანია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შედეგად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდის ათვისება, მისი რაციონალურად გამოყენება და მიწის ბაზრის განვითარებისათვის ხელის შეწყობა.

მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო
1. ეს კანონი აწესრიგებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
2. კანონის შესაბამისად პრივატიზებას ექვემდებარება იჯარით გაცემული და იჯარით გაუცემელი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული მიწებისა.
3. კანონის შესაბამისად პრივატიზებას არ ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შემდეგი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა: (28.12.2005 N 2601)
ა) საძოვარი, გარდა ამ კანონის ამოქმედებამდე იჯარით გაცემული საძოვრებისა და საძოვრებისა, რომლებიც დადგენილი წესით შესაბამისი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს მიერ გაცემული აქტით მიმაგრებულია მასზე მდებარე, ფიზიკური და იურიდიული პირების კერძო საკუთრებაში არსებულ ან/და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე; (29.12.2006 N 4321)
ბ) პირუტყვის გადასარეკი ტრასები;
გ) წყალმომარაგების წყლის ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონის პირველი სარტყელი (მკაცრი რეჟიმის ზონა); (26.10.2007 N5425)
დ) ტყის ფონდის მიწა, რომელიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით;
ე) რეკრეაციული დანიშნულების მიწა;
ვ) ისტორიის, კულტურის, ბუნებისა და საკულტო-რელიგიური ძეგლებისათვის განკუთვნილი მიწა;
ზ) დაცული ტერიტორიების მიწა;
თ) ამოღებულია (26.10.2007 N5425)
ი) საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების უზუფრუქტის ფორმით სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მიწების პრივატიზება დაიშვება მხოლოდ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შემთხვევაში, რაზედაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარდგინებით სპეციალურ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მიწების პრივატიზება აგრეთვე დაიშვება ამ კანონის 41 მუხლის შესაბამისად, უსახლკაროდ დარჩენილი საქართველოს იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამასთანავე, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიწის პრივატიზება დაიშვება მხოლოდ სანიტარიული დაცვითი პირობების გათვალისწინებით. (18.12.20089 N 748)

მუხლი 3. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა, რომელიც გამოიყენება მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქტების წარმოებისთვის, მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობებით ან მათ გარეშე;
ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზება – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საქართველოს მოქალაქისათვის ან საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სასყიდლიანი ფორმით, ხოლო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის, აგრეთვე უსახლკაროდ დარჩენილი საქართველოს იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უსასყიდლოდ, კერძო საკუთრებაში გადაცემა; (18.12.20089 N 748)
გ) მიწის ნაკვეთი – მიწაზე საკუთრების ან სარგებლობის უფლების გავრცელების კონკრეტული გეოგრაფიული ერთეული, რომელიც შემოისაზღვრება ერთი უწყვეტი წირით;
დ) სხვა უძრავი ქონება – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე არსებული სამეურნეო ან დამხმარე ნაგებობა (ნაგებობები), მრავალწლიანი ნარგავები, რომლებიც მყარად არის დაკავშირებული მიწასთან;
ე) სპეციალური აუქციონი – აუქციონის ფორმა, რომლის მონაწილეთა მიერ ქონების შესასყიდი ფასის შეთავაზება ხდება ერთჯერადად, წერილობითი სახით. ამ ფორმის აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ კონკრეტული ადმინისტრაციული ერთეულის – დასახლების (სოფლის, დაბის, ქალაქის) ან დასახლებათა გაერთიანების (თემის) ტერიტორიულ საზღვრებში საკომლო წიგნში აღრიცხულ ან/და პირადობის მოწმობის საფუძველზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს. საკომლო წიგნში აღრიცხვა დასტურდება ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემული ცნობით ან საკომლო წიგნიდან ამონაწერით; (26.10.2007 N5425)
ვ) ღია აუქციონი – აუქციონის ფორმა, რომლის დროსაც ნებადართულია შესასყიდი ქონების ფასის მრავალჯერადი შეთავაზება. ამ ფორმის აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებსა და საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს;
ზ) საპრივატიზებო გეგმა – საპრივატიზებო მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვების, საკადასტრო ინფორმაციის, ფართობის, ადგილმდებარეობის, ხარისხობრივი (კარგი/მწირი) მონაცემების, მათ საფუძველზე გაანგარიშებული მიწის ნაკვეთის საწყისი ფასისა და ბეს შესახებ ინფორმაციის ერთობლიობა; (8.12.2006 N 3877)
თ) პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება – სახელმწიფოს მიერ პირდაპირი მიყიდვის გზით იჯარით გაცემული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების გადაცემა მიწის ნაკვეთის მოიჯარისათვის;
ი) საკომლო წიგნი – ადმინისტრაციული ერთეულის – დასახლების (სოფლის, დაბისა და ქალაქის) და დასახლებათა გაერთიანების (თემის) ტერიტორიულ საზღვრებში კომლების და მათში პირთა რაოდენობის ამსახველი ჟურნალი, რომელიც ადასტურებს კონკრეტულ დასახლებულ პუნქტში პირთა ცხოვრებისა და კომლში წევრად ყოფნის ფაქტს. (8.12.2006 N 3877)
კ) პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება კონკურენტული შერჩევის საფუძველზე – სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების გადაცემა „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების გზით; (26.10.2007 N5425)
ლ) ყოფილი საიჯარო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა – ამ კანონის მიღებამდე ან მიღების შემდგომ იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, რომელზედაც საიჯარო ხელშეკრულება შეწყდა ან მოიშალა. (26.10.2007 N5425)
მ) პირდაპირი უსასყიდლო გადაცემის ფორმით პრივატიზება საქართველოს მთავრობის სპეციალური გადაწყვეტილების საფუძველზე – უსახლკაროდ დარჩენილი საქართველოს იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ამ კანონის 41 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად უსასყიდლოდ საკუთრების უფლების გადაცემა. (18.12.20089 N 748)

მუხლი 4. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებად გამოცხადება
1. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების მე-11 მუხლის საფუძველზე:
ა) საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები ცხადდება ეკლესიის საკუთრებად;
ბ) ეკლესიას უფლება აქვს, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან შეთანხმებით, ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე საკუთრებაში მიიღოს იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

მუხლი 41. პირდაპირი უსასყიდლო გადაცემის ფორმით პრივატიზება
საქართველოს მთავრობის სპეციალური გადაწყვეტილების
საფუძველზე (18.12.20089 N 748)
1. უსახლკაროდ დარჩენილ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლება ენიჭებათ „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლისა და „საომარი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის მიერ საომარი ან/და სხვა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის სპეციალური გადაწყვეტილების საფუძველზე, პირდაპირი უსასყიდლო გადაცემის ფორმით.
2. საქართველოს მთავრობის სპეციალური გადაწყვეტილების საფუძველზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უსახლკაროდ დარჩენილ საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, პირდაპირი უსასყიდლო გადაცემის ფორმით პრივატიზების წესი და პირობები განისაზღვრება „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საომარი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
3. უსახლკაროდ დარჩენილ საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი უსასყიდლო გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის სპეციალური გადაწყვეტილების მისაღებად საკითხს ამზადებს და მთავრობის სხდომაზე წარადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.

მუხლი 5. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების
ფორმები
1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზება ხორციელდება სპეციალური აუქციონის, ღია აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და საქართველოს მთავრობის სპეციალური გადაწყვეტილების საფუძველზე პირდაპირი უსასყიდლო გადაცემის ფორმით. (18.12.20089 N 748)
2. სპეციალური აუქციონით პრივატიზებას ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
3. ღია აუქციონით პრივატიზებას ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სპეციალურ აუქციონზე გაუყიდავი და ყოფილი საიჯარო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
4. პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
5. კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი ან/და ყოფილი საიჯარო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. (26.10.2007 N5425)
6. კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესი და პირობები განისაზღვრება „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონით. (26.10.2007 N5425)
7. საქართველოს მთავრობის სპეციალური გადაწყვეტილების საფუძველზე პირდაპირი უსასყიდლო გადაცემის ფორმით პრივატიზებას ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი ან/და ყოფილი საიჯარო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. (18.12.20089 N 748)

მუხლი 6. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების
განმახორციელებელი ორგანოები
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო. კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე. (26.10.2007 N5425)
2. ამოღებულია (26.10.2007 N5425)
3. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ 500–მეტრიან სასაზღვრო ზოლში არსებული ცალკეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების თაობაზე, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, სპეციალურ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.

მუხლი 7. მიწის ნაკვეთის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი (18.12.20089 N 748)
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სპეციალური აუქციონის, ღია აუქციონის ან იჯარით გაცემული მიწის პირდაპირი მიყიდვის ფორმით ან საქართველოს მთავრობის სპეციალური გადაწყვეტილების საფუძველზე პირდაპირი უსასყიდლო გადაცემის ფორმით პრივატიზებისას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები ადგენენ მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელ ოქმს, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველია.

მუხლი 8. მიწის ნაკვეთების აგეგმვა და ნატურაში გადატანა (26.10.2007 N5425)
იჯარით გაუცემელი საპრივატიზებო მიწის ნაკვეთების აგეგმვას და ნატურაში გადატანას ახორციელებენ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოები.

თავი II. იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის პრივატიზება

მუხლი 9. პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების პირობები
1. მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების აუცილებელი პირობაა სახელმწიფოსა და მოიჯარეს შორის დადგენილი წესით გაფორმებული და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საიჯარო ხელშეკრულება.
2. მოიჯარემ მიწის ნაკვეთის და სხვა უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის განცხადებით უნდა მიმართოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს ამ კანონის ძალაში შესვლიდან არა უადრეს 1 თვისა იჯარის ხელშეკრულების ვადის შეწყვეტამდე ან 10 წელზე მეტი ვადით დადებული იჯარის ხელშეკრულების შემთხვევაში – საიჯარო ხელშეკრულების დადების თარიღიდან 10 წლის განმავლობაში.
3. მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის და საკადასტრო გეგმის საფუძველზე. (26.10.2007 N5425)
4. დაუშვებელია მოიჯარის მიერ იჯარით აღებული მიწის ნაკვეთის ნაწილის პრივატიზება. თუ საიჯარო მიწის ფართობი შედგება რამდენიმე ერთმანეთისაგან სივრცობრივ/გეოგრაფიულად დამოუკიდებელი მიწის ნაკვეთებისაგან, მას უფლება აქვს გამოისყიდოს სასურველი მიწის ნაკვეთი (ნაკვეთები). საიჯარო მიწის ნაკვეთის (ნაკვეთების) პრივატიზების შემთხვევაში, დარჩენილ საიჯარო ნაკვეთზე (ნაკვეთებზე) უქმდება საიჯარო ხელშეკრულება და იგი გაიყიდება ღია აუქციონზე.
5. თუ მოიჯარე არ მიმართავს შესაბამის ორგანოს მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის თაობაზე, მაშინ ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მიწის ნაკვეთი (ნაკვეთები) გაიყიდება ღია აუქციონზე ამ კანონის III თავის შესაბამისად.
6. ამოღებულია (26.10.2007 N5425)
7. ამ კანონის ძალაში შესვლიდან პრივატიზებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები აღარ გაიცემა იჯარით, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ იჯარით გაცემის პროცედურა იყო დაწყებული და ამ კანონის ძალაში შესვლამდე ვერ მოესწრო მისი დასრულება.
8. იჯარით გაცემულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საიჯარო ხელშეკრულებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცვლილების ან/და დამატების შეტანაზე, აგრეთვე საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტასა და მოშლაზე უფლებამოსილია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო, რომელიც ასევე უფლებამოსილია, დაასრულოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გაცემის პროცედურა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირის გადახდის ზედამხედველობას და შესაბამისი სტრუქტურებისათვის ინფორმაციის მიწოდებას ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო. (26.10.2007 N5425)

მუხლი 10. იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთების პრივატიზებისას
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა
და მისი ტერიტორიული ორგანოს ვალდებულებები
იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთების პრივატიზებისას ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და მისი ტერიტორიული ორგანოს ვალდებულებებია:
ა) მიიღოს მოიჯარის განცხადება საიჯარო მიწის პრივატიზების თაობაზე;
ბ) განცხადების მიღებიდან 1 თვის განმავლობაში გაეცნოს მოიჯარისა და საიჯარო მიწის ნაკვეთის (ნაკვეთების) შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას. დოკუმენტაციის სისწორის შემთხვევაში და გამოსასყიდი თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენისთანავე გასცეს მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის ან გამოსასყიდი თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდის შემთხვევაში გასცეს მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი და დადოს იპოთეკის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებისა და იპოთეკის რეგისტრაციისათვის;
გ) უზრუნველყოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს გადაწყვეტილების საჯაროობა. (26.10.2007 N5425)
დ) ამოღებულია (26.10.2007 N5425)

მუხლი 11. იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის გასაყიდი ფასი
იჯარით გაცემული მიწის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას შესასყიდი ფასი ტოლია გამოსყიდვის თაობაზე განცხადების წარდგენის დროისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის საბაზისო წლიური განაკვეთის ათმაგი ოდენობისა. თუ მიწის ნაკვეთზე მდებარეობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობები ან/და მრავალწლიანი ნარგავები, მაშინ მიწის ფასს დაემატება კანონმდებლობით დადგენილი მათი ღირებულება.

მუხლი 12. იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის საფასურის გადახდის წესი
1. მოიჯარე მიწის ნაკვეთისა და სხვა უძრავი ქონების საფასურს ან საფასურის სულ მცირე 20%-ს იხდის ტერიტორიული ორგანოს მიერ წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 1 თვის ვადაში. გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარედგინება შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს. (28.12.2005 N 2601)
2. მოიჯარეს შეუძლია გამოსასყიდი თანხის ერთბაშად ან ნაწილ-ნაწილ გადახდა 9 წლის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესი.
3. თუ მოიჯარე წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ერთი თვის ვადაში გადაიხდის მიწის ნაკვეთისა და სხვა უძრავი ქონების საფასურის 50%-ს, მაშინ საფასური სრულად გადახდილად ჩაითვლება. აღნიშნული საფასური ასევე სრულად გადახდილად ჩაითვლება, თუ პირი საფასურის სულ მცირე 20%-ის გადახდის შემთხვევაში იპოთეკის ხელშეკრულების დადებიდან 1 წლის განმავლობაში გადაიხდის საფასურის 50%-ს ან 1-დან 3 წლამდე – საფასურის 70%-ს. იპოთეკის ხელშეკრულების დადებიდან 3 წლის გასვლის შემდეგ პირი იხდის საფასურის 100%-ს. (28.12.2005 N 2601)

თავი III. იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის პრივატიზება

მუხლი 13. იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის პრივატიზება სპეციალური და ღია აუქციონის
ფორმით
1. იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზება ხორციელდება სპეციალური და ღია აუქციონის ფორმით. თუ იჯარით გაუცემელ მიწასთან დაკავშირებით მოწყობილ სპეციალურ აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული, მხოლოდ მას შემდეგ არის შესაძლებელი ღია აუქციონის ჩატარება.
2. სპეციალურ აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ კონკრეტული ადმინისტრაციული ერთეულის – დასახლების (სოფლის, დაბისა და ქალაქის) და დასახლებათა გაერთიანების (თემის) ტერიტორიულ საზღვრებში საკომლო წიგნში აღრიცხულ ან/და პირადობის მოწმობის საფუძველზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს. (8.12.2006 N 3877)
3. ღია აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქესა და საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს.
4. სპეციალური და ღია აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება პრესაში და განთავსდება შესაბამისი საკრებულოს შენობაში.

მუხლი 14. იჯარით გაუცემელი მიწების პრივატიზებისას ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოსა და
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და მისი
ტერიტორიული ორგანოს ვალდებულებები (8.12.2006 N 3877)
1. იჯარით გაუცემელი მიწის ნაკვეთის პრივატიზებისას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს ვალდებულებებია: (8.12.2006 N 3877)
ა) საპრივატიზებო მიწის ფართობების შერჩევა და მათი ოპტიმალური ზომის ნაკვეთებად (არანაკლებ 3-ჰექტრიანი ნაკვეთი) დაყოფა (აღნიშნული შეზღუდვა არ მოქმედებს, თუ ნაკვეთის ფართობი 3 ჰექტარზე მცირეა);
ბ) საპრივატიზებოდ შერჩეული მიწის ნაკვეთების შესახებ საკადასტრო აზომვითი ინფორმაციის გადაგზავნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში საპრივატიზებო გეგმის დასამტკიცებლად; (26.10.2007 N5425)
გ) გასაყიდი მიწის ნაკვეთების შესახებ არსებული ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა.
2. იჯარით გაუცემელი ან ყოფილი საიჯარო მიწის ნაკვეთის პრივატიზებისას ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და მისი ტერიტორიული ორგანოს ვალდებულებებია:
ა) საპრივატიზებო გეგმის მომზადება, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოსთან შეთანხმება და დამტკიცება. საპრივატიზებო გეგმა შეიძლება დამტკიცდეს საპრივატიზებო მიწის ნაკვეთების ლოტებად დაჯგუფების პრინციპით; (26.10.2007 N5425)
ბ) ამოღებულია (26.10.2007 N5425)
ბ1) სპეციალური აუქციონის ორგანიზება და ჩატარება, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენა და აუქციონში გამარჯვებული პირისათვის გადაცემა; (8.12.2006 N 3877)
გ) ღია აუქციონის ორგანიზება და ჩატარება;
დ) ღია აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენა;
ე) სპეციალურ და ღია აუქციონებში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და გამოსასყიდი თანხის გადახდის ქვითრის წარდგენისთანავე მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმის გაცემა საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის ან გამოსასყიდი თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდის შემთხვევაში, მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმის გაცემა და იპოთეკის ხელშეკრულების დადება საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებისა და იპოთეკის რეგისტრაციისათვის;
ვ) ამოღებულია (26.10.2007 N5425)

მუხლი 15. სპეციალურ და ღია აუქციონებზე გატანილი მიწის
ნაკვეთის გასაყიდი საწყისი ფასი
1. სპეციალურ აუქციონზე გასაყიდი მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი ტოლია აუქციონის გამოცხადების დროისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად დადგენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის საბაზისო წლიური განაკვეთის ორმაგი ოდენობისა.
2. ღია აუქციონზე გასაყიდი იჯარით გაუცემელი მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი ტოლია აუქციონის გამოცხადების დროისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად დადგენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის საბაზისო წლიური განაკვეთის ორმაგი ოდენობისა. ღია აუქციონზე გასაყიდი ყოფილი საიჯარო მიწის ნაკვეთის გასაყიდი საწყისი ფასი ტოლია აუქციონის გამოცხადების დროისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად დადგენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის საბაზისო წლიური განაკვეთის ათმაგი ოდენობისა.
3. თუ მიწის ნაკვეთზე მდებარეობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობები ან/და მრავალწლიანი ნარგავები, მაშინ სპეციალურ და ღია აუქციონებზე გასაყიდი მიწის ნაკვეთის საწყის ფასს დაემატება კანონმდებლობით დადგენილი მათი ღირებულება.

მუხლი 151. სპეციალურ და ღია აუქციონებში მონაწილეობის პირობა (8.12.2006 N 3877)
1. სპეციალურ და ღია აუქციონებში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს ბე მიწის ნაკვეთის საწყისი საპრივატიზებო ფასის 30%-ის ოდენობით.
2. ბეს გადახდა სპეციალური და ღია აუქციონების შემთხვევაში ხორციელდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ განსაზღვრულ ანგარიშზე.
3. გამარჯვებული პირის მიერ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის თქმა ართმევს მას გამარჯვებულის სტატუსს და გადახდილი ბე არ უბრუნდება.
4. აუქციონში დამარცხებულ და არშემდგარი აუქციონის მონაწილეებს ბე უბრუნდებათ ბეს გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს დავალების საფუძველზე. საბანკო დაწესებულება პირებს ბეს უბრუნებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს დავალების საფუძველზე 5 კალენდარული დღის განმავლობაში.

მუხლი 16. სპეციალურ და ღია აუქციონებზე შეძენილი მიწის
ნაკვეთის საფასურის გადახდის წესი
1. სპეციალურ და ღია აუქციონებში გამარჯვებული პირი გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის მიღებიდან 1 თვის ვადაში იხდის მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული უძრავი ქონების საფასურს ან საფასურის სულ მცირე 20%-ს და წარუდგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს. აუქციონში გამარჯვებულ პირს გადახდილი ბე ეთვლება მიწის ნაკვეთის საფასურის გადახდისას. საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ შესაძლებელია მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმის გაცემა საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის, ხოლო საფასურის ნაწილ-ნაწილ გადახდის შემთხვევაში – მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმის გაცემა და იპოთეკის ხელშეკრულების დადება საჯარო რეესტრში საკუთრებისა და იპოთეკის უფლებების რეგისტრაციისათვის. თუ გამარჯვებული პირი დადგენილ ვადაში არ წარმოადგენს საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს, აუქციონის შედეგები ბათილად ცხადდება და გამარჯვებულ პირს გადახდილი ბე არ უბრუნდება. (8.12.2006 N 3877)
2. შემძენს შეუძლია მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული უძრავი ქონების შესაძენი თანხა გადაიხადოს ერთბაშად ან ნაწილ-ნაწილ 9 წლის განმავლობაში. ნაწილ-ნაწილ გადახდის შემთხვევაში, ყოველ მომდევნო წელს ის იხდის მთლიანი გადასახდელი თანხის სულ მცირე 10%-ს. თანხის პირველი ნაწილის გადახდისას ქონება სახელმწიფოს სასარგებლოდ დაიტვირთება იპოთეკით და გატარდება საჯარო რეესტრში. გადასახდელი თანხის სრულად გადახდის შემდეგ იპოთეკა უქმდება.
3. თუ პირი, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოცემულ ვადაში ვერ გადაიხდის განსაზღვრულ თანხას, ქონება გაიყიდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. თუ პირი წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ერთი თვის ვადაში გადაიხდის მიწის ნაკვეთისა და სხვა უძრავი ქონების საფასურის 50%-ს, მაშინ საფასური სრულად გადახდილად ჩაითვლება. აღნიშნული საფასური ასევე სრულად გადახდილად ჩაითვლება, თუ პირი საფასურის სულ მცირე 20%-ის გადახდის შემთხვევაში იპოთეკის ხელშეკრულების დ

კატეგორია: პრივატიზაცია | დაამატა: Archil
ნანახია: 7030 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 3.3/10
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]